წერეთელი თაუერი
დიდუბე
დასრულებული
Tsereteli Tower by Town Square წარმოადგენს თანამედროვე ბიზნეს კლასის მულტიფუნქციურ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს აკაკი წერეთლის გამზირზე #117_ში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და განვითარებად ლოკაციაზე.
პროექტში დასრულებულია A და B კორპუსები, ხოლო ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით, რაც მფლობელს საშუალებას აძლევს რემონტი საკუთარი გემოვნებით დაგეგმოს და შეძენისთანავე დაიწყოს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპლექსის განვითარება და უახლოეს პერიოდში იწყება C ბლოკის მშენებლობაც, რაც პროექტს კიდევ უფრო მასშტაბურსა და მრავალფუნქციურს გახდის.
კომპლექსი შექმნილია თანამედროვე ურბანული ცხოვრების სტანდარტების გათვალისწინებით და აერთიანებს საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ სივრცეებს.
Town Square-ის ტერიტორიაზე დაგხვდებათ 4 500 კვ.მ რეკრეაციული სივრცე, საბავშვო ზონები, აუზი, ფიტნეს ცენტრი,ლობი და კონსიერჟი,კომერციული ობიექტები, KONE-ის ბრენდის 5 ლიფტი, ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი და პანორამული ხედები თბილისზე.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ლოკაციაა. კომპლექსი მეტროდან მხოლოდ 5 წუთის სავალზე მდებარეობს და მარტივად უკავშირდება ქალაქის სხვადასხვა უბანს. მიმდებარედ განთავსებულია სავაჭრო ცენტრები, ბანკები, კვების ობიექტები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები.
ხელმისაწვდომია 1 და 2 საძინებლიანი ბინები, ასევე საოფისე და კომერციული ფართები.
Tsereteli Tower by Town Square იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს დასრულებულ პროექტს, განვითარებულ ინფრასტრუქტურას და თანამედროვე ცხოვრების სტილს ქალაქის ცენტრთან ახლოს.